დღეს, 16 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მეხუთე კორპუსის 310-ე აუდიტორიაში ისტორიკოსთა კლუბის ორგანიზებით პოეზიის საღამო გაიმართა. საღამოს მიზანი ფუძნარის ტაძრის პრობლემის კიდევ ერთხელ წამოჭრა იყო. მასში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა ქართველმა შემოქმედებმა: ილია კილაძემ, გიორგი ლიპარიშვილმა, ალექსანდრე ლორთქიფანიძემ და დავით ქაშიაშვილმა.
გარდა ამისა ნაჩვენები იქნა ფოტოები, რომელიც ტაძრის მძიმე მგომარეობას ასახავს.
საღამოს ესწრებოდა ასოციაცია ინჟინრული აზრის წარმომადგენელი გიორგი სეხნიაშვილი, რომლის ხელმძვანელობითაც ამჟამად ფუძნარის ტაძრის აზომვითი სამუშაოები და 3D სკანირება მიმდინარეობს.
როგორც აღმოჩნდა ყინული ამ მიმართულებით დაიძრა და მომავალში მეტ წინსვლას უნდა ველოდოთ.
დიდი მადლობა საღამოს ყველა მონაწილეებს და მას ვინც მასზე დასასწრებად მოიცალა.
ღონისძიების ამსახველი ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ისტორიკოსთა კლუბის . Facebook-ის გვერდზე.
პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი