2012 წელს მუშაობა განაახლა ისტორიკოსთა კლუბის პროექტმა - ისტორიის სკოლა. შეხვედრები ტრადიცულ დროსა და ადგილას გაიმართა. 99-ე საჯარო სკოლამ 26 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტ ირაკლი სოზიაშვილის ლექცია-სემინარს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მოსწავლეებთან ერთად განხილულ იქნა შუა საუკუნეების სამხედრო აღჭურვილობა და იმ პერიოდის არმიისათვის აუცილებელი სხვა საჭიროებები. დაწვრილებით იქნა ახლასნილი თითოეული მათგანის დანიშნულება, პლიუსები და ნაკლოვანებები.
შედარებულ იქნა შუა საუკუნეების ევროპული, აზიური და ქართული სამხედრო აღჭურვილობა. ასევე მსხვილი საბრძოლო საშუალებები. განიმარტა მათი როლი კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოში გამოყენებისას. აიხსნა ის მიზეზები რაც განაპირობებდა მათი გამოყენების აუცილებლობას და ა.შ.
შეხვედრამ მოსწავლეთა მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია და მომხსენებელს არაერთი შეკითხვა დაუსვეს. საკითი იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, რომ სკოლის მოსწავლეებს არც პროექტის ორგანიზატორები ჩამორჩნენ კითხვების დასმისას. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიებიც გაიმართა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შეხვედრამ ძალიან მხიარულად და საინტერესეოდ ჩაიარა.
პროექტის მომავალი ლექცია-სემინარი მომდევნო ხუთშაბათს გაიმართება.
პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი