Wednesday, February 22, 2012

ოშკის საკითხთან დაკავშირებით – ისტორიკოსთა კლუბის ოფიციალური პოზიცია

        ოშკის რესტავრაციისა და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აღდგენასთან დაკავშირებით ბოლო დროს საზოგადოებაში დაწყებული მწავავე დისკურიის ფონზე ისტორიკოსთა კლუბმა საჭიროდ ჩათვალა თავისი ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება.
ისტორიკოსთა კლუბი მიესალმება ოშკისა და თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე სხვა ქართული კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციისა თუ კონსერვაციის პერსპექტივას. ჩვენი აზრით, ეს არის ისტორიული შანსი, რომლის ხელიდან გაშვებაც შთამომავლობის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ტოლფასია. არცთუ შორეულ წარსულში პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ქართველებს არ გვეძლეოდა საშუალება წინაპრების მიერ აგებული  დიდებული ტაძრების არათუ აღდგენისა და ზრუნვის, არამედ ხილვისაც კი და ამის აღმოფხვრისაკენ მიმართული ნებისმიერი ღონისძიება, სხვა თუ არაფერი, შთამომავლობის მიერ წინაპართა ხსოვნის  მიმართ გადახდილი აუცილებელი ხარკია, მათი ღვაწლის დაფასება და პატივისცემა.
ქართულ საზოგადოებაში მწვავე დისკუსია გამოიწვია ოშკის და იშხნის საპირწონედ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებისა და ახალციხეში აჰმედის მეჩეთის რესტავაციის საკითხმა. ბევრი მიიჩნევს, რომ მათი აღდგენა თურქული კულტურული და რელიგიური ექსპანსიისაკენ არის მიმართული. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ აზრის გამტარებელი ადამიანები ჯეროვნად ვერ აცნობიერებენ იმ საფრთხეს, რის წინაშეც შეიძლება დავდგეთ სახელმწიფოთა შორის მოლაპრაკებათა გაჭიანურების შემხვევაში.
საქართველო მუდამ იყო რელიგიურად შემწყნარებელი სახელმწიფო და ძნელია მოიძებნოს ისტორიული ფაქტი, როდესაც ჩვენს სამშობლოში ადამიანები ამ ნიშნით იდევნებოდნენ. თანამდეროვე ეპოქაშიც არაერთი მეჩეთი აშენდა ქვემო ქართლისა და აჭარის ტერიტორიაზე. მეჩეთები შენდება დღესაც. აქადან გამომდინარე ცოტა უცნაურია და გაუგებარიც, რატომ ატყდა "პატრიოტული" ელფერით შემოსილი აჟიოტაჟი ერთი ახალი მეჩეთის აშენების გამო, რომლის სანაცვლოდ ქართველებს გვეძლევა ისტორიული შანსი გადავარჩინოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის კერები, ჩვენი უძვირფასესი ძეგლები. ძეგლები, სადაც საფუძველი ჩაეყარა  ქართულ კულტურას,  ხუროთმოძღვრებას, მხატვრობას, მწიგნობრობას, ჰიმნოგრაფიას... ანუ ყველაფერ იმას რომლის მემკვიდრეობითაც დღეს ასე ვიწონებთ თავს.
ჩვენი აზრით ის წინააღმდეგობები რაც საზოგადოებაში არსებობს  გამოწვეულია საკითხის ირგვლივ არსებული სრულიად გაუგებარი ბუნდოვანებით. მაგალითად, დღემდე ფართო საზოგადოებისათვის უცნობია ვის მიერ, ვისი დაფინანსებით უნდა მოხდეს ქართული ქრისტიანული არქიტექტურული ძეგლების აღდგენა თუ კონსერვაცია, რომელი ქვეყნის, რა კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები იქნებიან ამ საქმეში ჩართული, განხორციელდება თუ არა საერთაშორისო მონიტორინგი, რა დანიშნულება ან სტატუსი ექნება აღდგენილ ქართულ ძეგლებსა თუ აზიზიეს მეჩეთს და ა.შ. სამწუხაროდ, პასუხგაუცემელი კითხვების სიმრავლე საკითხის ირგვლივ არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებს. ამიტომ, აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ საზოგადოების ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიკოსთა კლუბისათვის კატეგორიულად მიუღებელია ქართული ბუნებისთვის სრულიად უცხო და მიუღებელი ქსენოფობიური განცხადებები. იღებენ კი ეს ადამიანები თავიანთ თავზე  პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე რომელიც შეიძლება ყოვლად გაუმართლებელმა წინააღმდეგობამ გამოიწვიოს. იქნებ ჩვენ ვცდებით და ამ ადამიანებმა იციან სხვა გზები და საშუალებები ამ ისტორიული ძეგლების აღსადგენად?  სამწუხაროდ, ჩვენ მათგან ჯერ–ჯერობით კონკრეტული არაფერი მოგვისმენია.
დღეს ჩვენი მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესის საგანი ისტორიული ტაო–კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ხოროთმოძღვრების ძეგლებია. სწორედ ამიტომ, ყველანი ერთად უნდა დავირაზმოთ, იმისათვის რომ ეს პროცესი გაყინული წერტილიდან დაიძრას და საბოლოო ჯამში ჩვენთვის სასურველი შედეგი მივიღოთ.
განსხვავებული აზრის მიუხედავად ერთი რამ ყველასთვის ცხადია. ოშკი უნდა გადარჩეს!!! ასევე უნდა გადარჩეს სხვა ქართული ძეგლებიც. სამწუხაროდ უმოქმედობის გამო ამ ძეგლებს უკვე ბევრი რამ დაუშავდათ. არადა მათი თითოელი დეტალი ისეთივე ძვირფასია, როგორც თავად ეს ტაძრები.
უმოქმედობის შედეგი უკვე თვალშაჩინოა. ახლა დროა გონივრულ ვადებში ვიხილოთ კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით რესტავრირებული და კონსერვირებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები. 

პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი

Thursday, January 26, 2012

ისტორიის სკოლა - შუა საუკუნეების სამხედრო აღჭურვილობა

 2012 წელს მუშაობა განაახლა ისტორიკოსთა კლუბის პროექტმა - ისტორიის სკოლა. შეხვედრები ტრადიცულ დროსა და ადგილას გაიმართა. 99-ე საჯარო სკოლამ 26 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტ ირაკლი სოზიაშვილის ლექცია-სემინარს უმასპინძლა.
  შეხვედრაზე მოსწავლეებთან ერთად განხილულ იქნა შუა საუკუნეების სამხედრო აღჭურვილობა და იმ პერიოდის არმიისათვის აუცილებელი სხვა საჭიროებები. დაწვრილებით იქნა ახლასნილი თითოეული მათგანის დანიშნულება, პლიუსები და ნაკლოვანებები. 
   შედარებულ იქნა შუა საუკუნეების ევროპული, აზიური და ქართული სამხედრო აღჭურვილობა. ასევე მსხვილი საბრძოლო საშუალებები. განიმარტა მათი როლი კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოში გამოყენებისას. აიხსნა ის მიზეზები რაც განაპირობებდა მათი გამოყენების აუცილებლობას და ა.შ. 
    შეხვედრამ მოსწავლეთა მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია და მომხსენებელს არაერთი შეკითხვა დაუსვეს. საკითი იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, რომ სკოლის მოსწავლეებს არც პროექტის ორგანიზატორები ჩამორჩნენ კითხვების დასმისას. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიებიც გაიმართა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შეხვედრამ ძალიან მხიარულად და საინტერესეოდ ჩაიარა. 
   პროექტის მომავალი ლექცია-სემინარი მომდევნო ხუთშაბათს გაიმართება. 
   შეხვედრის ამსახველი ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ისტორიკოსთა კლუბის Facebook-ის გვერდზე.
პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი

Friday, December 23, 2011

ისტორიის სკოლა - ქართული მონარქია

            ხუთშაბათს, 22 დეკემბერს, თბილისის 99-ე საჯარო სკოლაში პროექტ ისტორიის სკოლის რიგით მესამე ლექცია-სემინარი ჩატარდა. მას ისტორიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბონდო კუპატაძე უძღვებოდა.
            ლექცია-სემინარის თემა იყო ქართული მონარქია. სუბარი დაიწყო  მონარქიის სხვადასხვა ტიპის ზოგადი მიმოხილვთი. ამის შემდეგ უკვე დეტალურად იყო განხილული  თუ როგორი იყო მონარქია ანტიკურ ეპოქაში, ერთიან საქართველოსა და შემდეგ უკვე დაშლილი საქართველოს პერიოდში. განხილული იყო ფარნავაზის მიერ გატარებული ადმინისტრაციული რეფორმები. ოქროს ხანის მმართველოსბი სისტემა. მოსწავლეებს განემარტათ თუ რა უფლება მოვალეობები ჰქონდა მეფეს, სამეფო კარს, სახელმწიფო მოხელეებს. როგორ ხდებოდა ქვეყნის საჭირბოროტო საკითხების გადაჭრა. განხილული იქნა სამეფო ინსიგნიები, მათი მნიშვნელობა და დატვირთვა. მეტი თვალსაჩინოებისთვის კი ნაჩვენები იყო ფოტოები.
            შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, მოსწავლეემა ყველა ის კითხვა დასვეეს რომელიც მათვის საინტერესო იყო, რაზეც ამომწურავი პასუხი მიიღეს.
            ისტორიკოსთა კლუბი დიდ მადლობას უხდის ყველა მონაწილეს გამოჩენილი ინტერესის გამო. დღვანდელი შეხვედრა 2011 წლისათვის ბოლო ლექცია-სემიანრი იყო. მომავალი შეხვედრა გაიმართება უკვე 2012 წლის 26 იანვარს.
            ისტორიკოსთა კლუბი ყველას გილოცავთ დამდეგ შობა ახალ-წელს და გისურვეებთ რომ 2012 წელი ნაყოფიერი და წარმატებული ყოფილიყოს თითოეულით ქვენთაგანისათვის.
            შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ ისტორიკოსთა კლუბის Facebook-ის გვერდზე. 


პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი

Friday, December 16, 2011

ისტორიის სკოლა - ფრესკული მხატვრობა


            ხუთშაბათს, 15 დემბერს, თბილისის 99-ე საჯარო სკოლაში პროექტ ისტორიის სკოლის მეორე შეხვედრა გაიმარა. ამჯერად ლექცია-სემინარს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტი სოფო ჭანიშვილი უძღვებოდა.       
            შეხვედრაზე საუბარი იყო ქართულ ფრესკული მხატვრობასა და მის განვითარების თავისებურებებზე ტაო-კლარჯეთის რეგიონის მაგალითზე. მცირე ისტორიული შესავლის შემდეგ საუბარი დაიწყო VIII-IX საუკუნის უნიკალურ ძეგლებზე ხანძთასა და შატბერდზე, სადაც ფრესკული მხატვრობა არ გვხვდება, შემდეგ კი X-XI საუკუნეში აგებულ ტაძრებზე  როდესაც უკვე იწყება ფრესკული მხატვრობა. ნაჩვენები იყო შემორჩენილი ფრესკების ფოტოები და მოსწავლეებს  განემარტათ მისი დეტალები.
             ცალ-ცალკე იქნა განხილული ეკლესიის სხვადასხვა ტიპი ხანძთის, შატბერდის, ოთხთას და იშხანის ეკლესიების მაგალითზე. გამოიკვეთა მათთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. ნაჩვენები იყო ეკლესიების ფოტოები. მათი ძველი და დღევანდელი მდგომარეობის უკეთ აღსაქმელად.
            შეხვედრაზე მოსწავლეებმაა მათთვის საინტერესო კითხვები დასვეეს. ლექციის დამთავრების შემდეგ კი სოფო ჭანიშვილი აპლოდისმენტებითაც დააჯილოვეს.
            ისტორიკოსთა კლუბი დიდ მადლობას უხდის ყველა მონაწილეს გამოჩენილი ინტერესის გამო და ელოდება შემდეგ ლექციაზე 22 დეკემბერს იმავე დროსა და ადგილზე.
            შეხვედრის ამსახველი ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ისტორიკოსთა კლუბის Facebook-ის  გვერდზე.  

პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი





Friday, December 9, 2011

ისტორიის სკოლა - პირველი ლექცია-სემინარი

     8 დეკემბერს თბილისის 99-ე საჯარო სკოლაში პროექტ ისტორიის სკოლის პრეზენტაცია და პირველი ლექცია-სემინარი გაიმართა. პირველ შეხვედრას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი, არქეოლოგი დავით დარეჯანაშვილი გაუძღვა.
    შეხვედრაზე საუბარი შეეხო არქეოლოგიას, როგორც წარსულის სურათის აღდგენის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს. ცალ-ცალლე იქნა განხილული ყველა ძირითადი საკითხი: ძეგლზე ვიზუალური დაკვირვება (აეროფოტების საშუალებით), არქეოლოგიური დაზვერვები, სადაზვერვო თხრილების გაკეთება, არქეოლოგიური გათხრები, კამერალური სამუშაოები და საბოლოო ანგარიშის მომზადება. დიდი დრო დაეთმო მოპოვებული მასალის ისტორიულ კონტექსტში გააზრების საკითხსა და მის მნიშვნელობას. 
   საუბრისას ყურადღება გამახვილდა არქეოლოგის მოვალებებსა და პასუხისმგებლობაზე. დასკვნით ნაწილში საუბარი  არქეოლოგიური ექსპედიციის სპეციპიკას შეეხო. 
     შეხვედრა კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა საკითხის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს, რისთვისაც ისტორიკოსთა კლუბი დიდ მადლობას უცხადებს მათ. მომდევნო შეხვედრა 15 დეკემბერს გაიმართება. 
     შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ ისტორიკოსთა კლუბის Facebook-ის  გვერდზე.
პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი

Saturday, December 3, 2011

ისტორიის სკოლა - ისტორიკოსთა კლუბის ახალი პროექტი

      ისტორიის სკოლა ისტორიკოსთა კლუბის პირველი პროექტია, რომელიც რამდენიმე კვირის მანძლზე გასტანს. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პროექტი საჯარო სკოლაში განხორციელებულიყო. 
      პროექტის ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სკოლის მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება ახალგაზრდა ისტორიკოსებთან ისაუბრონ სხვადასხვა ისტორიულ საკითხებზე თავისუფალ ფორმატში, ყოველგვარი ფორმალური შეზღუდვების გარეშე. პირველი ეტაპისათვის შერჩეული იქნა რამდენიმე თემა. თითოეულ თემას მიეცემა ლექცია-სემინარის სახე და მათ ახალგაზრდა ისტორიკოსები წარუძღვებიან. ვინაიდან ამ ეტაპზე პროექტის პილოტირება მიმდინარეობს შერჩეული საკითხებიდან ყველა თემათურად ერთმანეთს არ უკავშირდება. მომდევნო ეტაპი იმის მიხედვით დაიგეგმება, თუ როგორ გაამართლებს ისტორიის სკოლის იდეა და რა საკითხები გამოიწვევს სკოლის მოსწავლეებში მეტ ინტერესს. 
     მოსწავლეთა გარდა ისტორიის სკოლა ახალგაზრდა ისტორიკოსებისთვისაც სასარგებლო უნდა აღმოჩნდეს, რადგან ის კარგ საფუძველს შეუქმნის მკვევარებს, რომელთა დიდი ნაწილი სამომავლოდ პედაგოგიურ მოღვაწეობას გეგმავს და ჯერ-ჯერობით ამის გამოცდილება არ გააჩნია.
     პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები დაწერენ საისტორიო ნაშრომებს. ნაშრომის დაწერას ისინი ისტორიის სკოლის პროგრამის ფარგლებში ისწავლიან. ისტორიკოსთა კლუბი მოსწავლეთა მონდომებას სხვადასხვა ფორმით წაახალისებს. 
      ისტორიის სკოლა ამჯერად შემდეგ პროგრამას წარმოადგენს: 

არქეოლოგიური გათხრები და არქეოლოგის ცხოვრების წესი ექსპედიციაში (დავით დარეჯანაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი)
ქართული ფრესკული მხატვრობის სათავეებთან. ტაო-კლარჯეთის რეგიონის მაგალითზე (სოფო ჭანიშვილი - აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტი)
ქართული მონარქია (ბონდო კუპატაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროეფესორი)
სამხედრო საქმე შუა საუკუნეების საქართველოში (ირაკლი სოზიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი)
დიდი ქართული სამხედრო გამარჯვებები (გიორგი გოჩაშვილი – ისტორიის მაგისტრი)
ქართველი ხალხის ბრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ XIX საუკუნეში (ელენე გელაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი)
1918 წლის 26 მაისი და 1921 წლის 25 თებერვალი. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და საბჭოთა ოკუპაცია (ნათია ბაზანაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი) 
ატომური ბომბი და კაცობრიობის უსაფრთხო მომავლის პრობლემა (დავით ბრაგვაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი)
როგორ დავწეროთ საისტორიო ნაშრომი (დავით ბრაგვაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი)

       თუმცა არაა გამორიცხული ამ სიამ გარკვეული შევსება კიდევ განიცადოს. 
   ისტორიის სკოლის პირველი მასპინძელი თბილისის 99-ე საჯარო სკოლა იქნება, რისთვისაც ისტორიკოსთა კლუბი დიდ მადლობას უხდის სკოლის ადმინისტრაციას. 
   ასევე იმედს გამოვთქვამთ, რომ სამომავლოდ პროექტის მასშტაბები გაიზრდება და ის საქართველოს რეგიონებსაც მოიცავს. 


პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი

Saturday, April 16, 2011

პოეზიის საღამო ფუძნარის ტაძრის რეაბილიტაციის მხარდასაჭერად

  
  დღეს, 16 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მეხუთე კორპუსის 310-ე აუდიტორიაში ისტორიკოსთა კლუბის ორგანიზებით პოეზიის საღამო გაიმართა. საღამოს მიზანი ფუძნარის ტაძრის პრობლემის კიდევ ერთხელ წამოჭრა იყო. მასში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა ქართველმა შემოქმედებმა: ილია კილაძემ, გიორგი ლიპარიშვილმა, ალექსანდრე ლორთქიფანიძემ და დავით ქაშიაშვილმა. 
      გარდა ამისა ნაჩვენები იქნა ფოტოები, რომელიც ტაძრის მძიმე მგომარეობას ასახავს. 
   საღამოს ესწრებოდა ასოციაცია ინჟინრული აზრის წარმომადგენელი გიორგი სეხნიაშვილი, რომლის ხელმძვანელობითაც ამჟამად ფუძნარის ტაძრის აზომვითი სამუშაოები და 3D სკანირება მიმდინარეობს. 
        როგორც აღმოჩნდა ყინული ამ მიმართულებით დაიძრა და მომავალში მეტ წინსვლას უნდა ველოდოთ. 
     დიდი მადლობა საღამოს ყველა მონაწილეებს და მას ვინც მასზე დასასწრებად მოიცალა.
      ღონისძიების ამსახველი ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ისტორიკოსთა კლუბის . Facebook-ის გვერდზე. 

პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი