ხუთშაბათს, 15 დემბერს, თბილისის 99-ე საჯარო სკოლაში პროექტ ისტორიის სკოლის მეორე შეხვედრა გაიმარა. ამჯერად ლექცია-სემინარს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტი სოფო ჭანიშვილი უძღვებოდა.
შეხვედრაზე საუბარი იყო ქართულ ფრესკული მხატვრობასა და მის განვითარების თავისებურებებზე ტაო-კლარჯეთის რეგიონის მაგალითზე. მცირე ისტორიული შესავლის შემდეგ საუბარი დაიწყო VIII-IX საუკუნის უნიკალურ ძეგლებზე ხანძთასა და შატბერდზე, სადაც ფრესკული მხატვრობა არ გვხვდება, შემდეგ კი X-XI საუკუნეში აგებულ ტაძრებზე როდესაც უკვე იწყება ფრესკული მხატვრობა. ნაჩვენები იყო შემორჩენილი ფრესკების ფოტოები და მოსწავლეებს განემარტათ მისი დეტალები.
ცალ-ცალკე იქნა განხილული ეკლესიის სხვადასხვა ტიპი ხანძთის, შატბერდის, ოთხთას და იშხანის ეკლესიების მაგალითზე. გამოიკვეთა მათთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. ნაჩვენები იყო ეკლესიების ფოტოები. მათი ძველი და დღევანდელი მდგომარეობის უკეთ აღსაქმელად.
შეხვედრაზე მოსწავლეებმაა მათთვის საინტერესო კითხვები დასვეეს. ლექციის დამთავრების შემდეგ კი სოფო ჭანიშვილი აპლოდისმენტებითაც დააჯილოვეს.
ისტორიკოსთა კლუბი დიდ მადლობას უხდის ყველა მონაწილეს გამოჩენილი ინტერესის გამო და ელოდება შემდეგ ლექციაზე 22 დეკემბერს იმავე დროსა და ადგილზე.
პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი
No comments:
Post a Comment