შეხვედრაზე საუბარი შეეხო არქეოლოგიას, როგორც წარსულის სურათის აღდგენის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს. ცალ-ცალლე იქნა განხილული ყველა ძირითადი საკითხი: ძეგლზე ვიზუალური დაკვირვება (აეროფოტების საშუალებით), არქეოლოგიური დაზვერვები, სადაზვერვო თხრილების გაკეთება, არქეოლოგიური გათხრები, კამერალური სამუშაოები და საბოლოო ანგარიშის მომზადება. დიდი დრო დაეთმო მოპოვებული მასალის ისტორიულ კონტექსტში გააზრების საკითხსა და მის მნიშვნელობას.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა არქეოლოგის მოვალებებსა და პასუხისმგებლობაზე. დასკვნით ნაწილში საუბარი არქეოლოგიური ექსპედიციის სპეციპიკას შეეხო.
შეხვედრა კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა საკითხის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს, რისთვისაც ისტორიკოსთა კლუბი დიდ მადლობას უცხადებს მათ. მომდევნო შეხვედრა 15 დეკემბერს გაიმართება.
შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ ისტორიკოსთა კლუბის Facebook-ის გვერდზე.პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი
No comments:
Post a Comment