გატყობინებთ, რომ მომდევნო კვირას ისტორიკოსთა კლუბი გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ღონისძიებას:
- სამშაბთს, 8 ივნისს, 17 საათზე თსუ-ს მეხუთე კორპუსის 313-ე აუდიტორიაში ეროვნული მუზეუმის კოლექციების სარესტავრაციო დეპარტამენტის უფროსი, ქალბატონი ნინო კალანდაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე ”თანამედროვე ტექნოლოგიები არქეომეტალურგიაში”
- ოთხშაბათს, 9 ივნისს, 16 საათზე, თსუ-ს მეხუთე კორპუსის 313-ე აუდიტორიაში გიწვევთ სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციაზე ”საქართველოს პირველი რესპუბლიკა”
- პარასკევს, 11 ივნისს და შაბათს, 12 ივნისს ისტორიკოსთა კლუბი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი გიწვევთ სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციაზე ”ქრისტიანობა საქართველოში” (შეხვედრის დაწყების ზუსტ დროს და აუდიტორიას შეგატყობინებთ უახლოეს დღეებში).
პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი
No comments:
Post a Comment