დღეს, 9 ივნისს, თსუ-ს მეხუთე კორპუსის 313-ე აუდიტორიაში ისტორიკოსთა კლუბის მორიგი ღონისძიება გაიმართა. ამჯერად კლუბმა თავის პირველი სამცნიერო კონფერენცია ჩაატარა. კონფერენციის თემა საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო. თხუთმეტმა მომხსენებელმა საინტერესო ნაშრომები წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას. მომხსენებელთა შორის თსუ-ს სტუდენტებსა და მაგისტრანტებთან ერთად იყო პროფესორი ბონდო კუპატაძეც, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელობა. მონაწილეებს მოკრძალებული საჩუქრები გადაეცათ.
ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ კონფერენციამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. იყო გარკვეული ხარვეზებიც, რომელთაც სამომავლოდ აუცილებლად გამოვასწორებთ. საერთო ჯამში კი უნდა აღნიშნოს, რომ ღონიძიებამ წარმატებით ჩაიარა.
სამომავლოდ დაგეგმილია კრებულის გამოცემაც, რომელშიც კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება.
გაწეული დახმარებისათვის ისტორიკოსთა კლუბი მადლობას უხდის:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკლულტეტის ადმინისტრაციას.
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტდენტურ თვითმმართველობას.
- თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
- ბატონ ბონდო კუპატაძეს.
- ბატონ დავით ნასყიდაშვილს.
პარასკევს და შაბათს, დილის 10 საათზე, თსუ-ს მერვე კორპუსის 220-ე აუდოტორიაში გელით სამეცნიერო კონფერენციაზე ”ქრისტიანობა საქართველოში.”
პატივისცემით
ისტორკოსთა კლუბი
No comments:
Post a Comment