დღეს, 8 ივნისს, 17 საათზე, თსუ-ს მეხთე კორპუსის 313-ე აუდიტორიაში ისტორიკოსთა კლუბის კიდევ ერთი საჯარო ლექცია გაიმართა. ქალბატონი ნინო კალანდაძე სტუდენტებს არქეოლოგიაში თანამედროვე ტექნიკური და ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ ესაუბრა. ვინაიდან ლექცია არქეოლოგებზე იყო გათვლილი, სასიხარულოა, რომ დამსწრეთა უმრავლესობა სწორედ ამ სპეციალობის სტუდენტები და მაგისტრანტები იყვნენ. გაიმართა ფილმის ჩვენებაც, რომელიც აღნიშნული მეთოდის პრაქტიკული გამოყენების მაგალითზე იყო აგებული.
დღევანდელმა დღემ წარმატებულად ჩაიარა. ხვალ იმავე აუდიტორიაში, 16 საათზე გელით სამეცნიერო კონფერენციაზე ”საქართველოს პირველი რესპუბლიკა”.
პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი
No comments:
Post a Comment