ხუთშაბათს, 22 დეკემბერს, თბილისის 99-ე საჯარო სკოლაში პროექტ ისტორიის სკოლის რიგით მესამე ლექცია-სემინარი ჩატარდა. მას ისტორიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბონდო კუპატაძე უძღვებოდა.
ლექცია-სემინარის თემა იყო ქართული მონარქია. სუბარი დაიწყო მონარქიის სხვადასხვა ტიპის ზოგადი მიმოხილვთი. ამის შემდეგ უკვე დეტალურად იყო განხილული თუ როგორი იყო მონარქია ანტიკურ ეპოქაში, ერთიან საქართველოსა და შემდეგ უკვე დაშლილი საქართველოს პერიოდში. განხილული იყო ფარნავაზის მიერ გატარებული ადმინისტრაციული რეფორმები. ოქროს ხანის მმართველოსბი სისტემა. მოსწავლეებს განემარტათ თუ რა უფლება მოვალეობები ჰქონდა მეფეს, სამეფო კარს, სახელმწიფო მოხელეებს. როგორ ხდებოდა ქვეყნის საჭირბოროტო საკითხების გადაჭრა. განხილული იქნა სამეფო ინსიგნიები, მათი მნიშვნელობა და დატვირთვა. მეტი თვალსაჩინოებისთვის კი ნაჩვენები იყო ფოტოები.
შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, მოსწავლეემა ყველა ის კითხვა დასვეეს რომელიც მათვის საინტერესო იყო, რაზეც ამომწურავი პასუხი მიიღეს.
ისტორიკოსთა კლუბი დიდ მადლობას უხდის ყველა მონაწილეს გამოჩენილი ინტერესის გამო. დღვანდელი შეხვედრა 2011 წლისათვის ბოლო ლექცია-სემიანრი იყო. მომავალი შეხვედრა გაიმართება უკვე 2012 წლის 26 იანვარს.
ისტორიკოსთა კლუბი ყველას გილოცავთ დამდეგ შობა ახალ-წელს და გისურვეებთ რომ 2012 წელი ნაყოფიერი და წარმატებული ყოფილიყოს თითოეულით ქვენთაგანისათვის.
შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ ისტორიკოსთა კლუბის Facebook-ის გვერდზე.
პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი