Friday, December 23, 2011

ისტორიის სკოლა - ქართული მონარქია

            ხუთშაბათს, 22 დეკემბერს, თბილისის 99-ე საჯარო სკოლაში პროექტ ისტორიის სკოლის რიგით მესამე ლექცია-სემინარი ჩატარდა. მას ისტორიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბონდო კუპატაძე უძღვებოდა.
            ლექცია-სემინარის თემა იყო ქართული მონარქია. სუბარი დაიწყო  მონარქიის სხვადასხვა ტიპის ზოგადი მიმოხილვთი. ამის შემდეგ უკვე დეტალურად იყო განხილული  თუ როგორი იყო მონარქია ანტიკურ ეპოქაში, ერთიან საქართველოსა და შემდეგ უკვე დაშლილი საქართველოს პერიოდში. განხილული იყო ფარნავაზის მიერ გატარებული ადმინისტრაციული რეფორმები. ოქროს ხანის მმართველოსბი სისტემა. მოსწავლეებს განემარტათ თუ რა უფლება მოვალეობები ჰქონდა მეფეს, სამეფო კარს, სახელმწიფო მოხელეებს. როგორ ხდებოდა ქვეყნის საჭირბოროტო საკითხების გადაჭრა. განხილული იქნა სამეფო ინსიგნიები, მათი მნიშვნელობა და დატვირთვა. მეტი თვალსაჩინოებისთვის კი ნაჩვენები იყო ფოტოები.
            შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, მოსწავლეემა ყველა ის კითხვა დასვეეს რომელიც მათვის საინტერესო იყო, რაზეც ამომწურავი პასუხი მიიღეს.
            ისტორიკოსთა კლუბი დიდ მადლობას უხდის ყველა მონაწილეს გამოჩენილი ინტერესის გამო. დღვანდელი შეხვედრა 2011 წლისათვის ბოლო ლექცია-სემიანრი იყო. მომავალი შეხვედრა გაიმართება უკვე 2012 წლის 26 იანვარს.
            ისტორიკოსთა კლუბი ყველას გილოცავთ დამდეგ შობა ახალ-წელს და გისურვეებთ რომ 2012 წელი ნაყოფიერი და წარმატებული ყოფილიყოს თითოეულით ქვენთაგანისათვის.
            შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ ისტორიკოსთა კლუბის Facebook-ის გვერდზე. 


პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი

Friday, December 16, 2011

ისტორიის სკოლა - ფრესკული მხატვრობა


            ხუთშაბათს, 15 დემბერს, თბილისის 99-ე საჯარო სკოლაში პროექტ ისტორიის სკოლის მეორე შეხვედრა გაიმარა. ამჯერად ლექცია-სემინარს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტი სოფო ჭანიშვილი უძღვებოდა.       
            შეხვედრაზე საუბარი იყო ქართულ ფრესკული მხატვრობასა და მის განვითარების თავისებურებებზე ტაო-კლარჯეთის რეგიონის მაგალითზე. მცირე ისტორიული შესავლის შემდეგ საუბარი დაიწყო VIII-IX საუკუნის უნიკალურ ძეგლებზე ხანძთასა და შატბერდზე, სადაც ფრესკული მხატვრობა არ გვხვდება, შემდეგ კი X-XI საუკუნეში აგებულ ტაძრებზე  როდესაც უკვე იწყება ფრესკული მხატვრობა. ნაჩვენები იყო შემორჩენილი ფრესკების ფოტოები და მოსწავლეებს  განემარტათ მისი დეტალები.
             ცალ-ცალკე იქნა განხილული ეკლესიის სხვადასხვა ტიპი ხანძთის, შატბერდის, ოთხთას და იშხანის ეკლესიების მაგალითზე. გამოიკვეთა მათთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. ნაჩვენები იყო ეკლესიების ფოტოები. მათი ძველი და დღევანდელი მდგომარეობის უკეთ აღსაქმელად.
            შეხვედრაზე მოსწავლეებმაა მათთვის საინტერესო კითხვები დასვეეს. ლექციის დამთავრების შემდეგ კი სოფო ჭანიშვილი აპლოდისმენტებითაც დააჯილოვეს.
            ისტორიკოსთა კლუბი დიდ მადლობას უხდის ყველა მონაწილეს გამოჩენილი ინტერესის გამო და ელოდება შემდეგ ლექციაზე 22 დეკემბერს იმავე დროსა და ადგილზე.
            შეხვედრის ამსახველი ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ისტორიკოსთა კლუბის Facebook-ის  გვერდზე.  

პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი





Friday, December 9, 2011

ისტორიის სკოლა - პირველი ლექცია-სემინარი

     8 დეკემბერს თბილისის 99-ე საჯარო სკოლაში პროექტ ისტორიის სკოლის პრეზენტაცია და პირველი ლექცია-სემინარი გაიმართა. პირველ შეხვედრას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი, არქეოლოგი დავით დარეჯანაშვილი გაუძღვა.
    შეხვედრაზე საუბარი შეეხო არქეოლოგიას, როგორც წარსულის სურათის აღდგენის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს. ცალ-ცალლე იქნა განხილული ყველა ძირითადი საკითხი: ძეგლზე ვიზუალური დაკვირვება (აეროფოტების საშუალებით), არქეოლოგიური დაზვერვები, სადაზვერვო თხრილების გაკეთება, არქეოლოგიური გათხრები, კამერალური სამუშაოები და საბოლოო ანგარიშის მომზადება. დიდი დრო დაეთმო მოპოვებული მასალის ისტორიულ კონტექსტში გააზრების საკითხსა და მის მნიშვნელობას. 
   საუბრისას ყურადღება გამახვილდა არქეოლოგის მოვალებებსა და პასუხისმგებლობაზე. დასკვნით ნაწილში საუბარი  არქეოლოგიური ექსპედიციის სპეციპიკას შეეხო. 
     შეხვედრა კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა საკითხის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს, რისთვისაც ისტორიკოსთა კლუბი დიდ მადლობას უცხადებს მათ. მომდევნო შეხვედრა 15 დეკემბერს გაიმართება. 
     შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ ისტორიკოსთა კლუბის Facebook-ის  გვერდზე.
პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი

Saturday, December 3, 2011

ისტორიის სკოლა - ისტორიკოსთა კლუბის ახალი პროექტი

      ისტორიის სკოლა ისტორიკოსთა კლუბის პირველი პროექტია, რომელიც რამდენიმე კვირის მანძლზე გასტანს. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პროექტი საჯარო სკოლაში განხორციელებულიყო. 
      პროექტის ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სკოლის მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება ახალგაზრდა ისტორიკოსებთან ისაუბრონ სხვადასხვა ისტორიულ საკითხებზე თავისუფალ ფორმატში, ყოველგვარი ფორმალური შეზღუდვების გარეშე. პირველი ეტაპისათვის შერჩეული იქნა რამდენიმე თემა. თითოეულ თემას მიეცემა ლექცია-სემინარის სახე და მათ ახალგაზრდა ისტორიკოსები წარუძღვებიან. ვინაიდან ამ ეტაპზე პროექტის პილოტირება მიმდინარეობს შერჩეული საკითხებიდან ყველა თემათურად ერთმანეთს არ უკავშირდება. მომდევნო ეტაპი იმის მიხედვით დაიგეგმება, თუ როგორ გაამართლებს ისტორიის სკოლის იდეა და რა საკითხები გამოიწვევს სკოლის მოსწავლეებში მეტ ინტერესს. 
     მოსწავლეთა გარდა ისტორიის სკოლა ახალგაზრდა ისტორიკოსებისთვისაც სასარგებლო უნდა აღმოჩნდეს, რადგან ის კარგ საფუძველს შეუქმნის მკვევარებს, რომელთა დიდი ნაწილი სამომავლოდ პედაგოგიურ მოღვაწეობას გეგმავს და ჯერ-ჯერობით ამის გამოცდილება არ გააჩნია.
     პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები დაწერენ საისტორიო ნაშრომებს. ნაშრომის დაწერას ისინი ისტორიის სკოლის პროგრამის ფარგლებში ისწავლიან. ისტორიკოსთა კლუბი მოსწავლეთა მონდომებას სხვადასხვა ფორმით წაახალისებს. 
      ისტორიის სკოლა ამჯერად შემდეგ პროგრამას წარმოადგენს: 

არქეოლოგიური გათხრები და არქეოლოგის ცხოვრების წესი ექსპედიციაში (დავით დარეჯანაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი)
ქართული ფრესკული მხატვრობის სათავეებთან. ტაო-კლარჯეთის რეგიონის მაგალითზე (სოფო ჭანიშვილი - აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტი)
ქართული მონარქია (ბონდო კუპატაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროეფესორი)
სამხედრო საქმე შუა საუკუნეების საქართველოში (ირაკლი სოზიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი)
დიდი ქართული სამხედრო გამარჯვებები (გიორგი გოჩაშვილი – ისტორიის მაგისტრი)
ქართველი ხალხის ბრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ XIX საუკუნეში (ელენე გელაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი)
1918 წლის 26 მაისი და 1921 წლის 25 თებერვალი. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და საბჭოთა ოკუპაცია (ნათია ბაზანაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი) 
ატომური ბომბი და კაცობრიობის უსაფრთხო მომავლის პრობლემა (დავით ბრაგვაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი)
როგორ დავწეროთ საისტორიო ნაშრომი (დავით ბრაგვაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი)

       თუმცა არაა გამორიცხული ამ სიამ გარკვეული შევსება კიდევ განიცადოს. 
   ისტორიის სკოლის პირველი მასპინძელი თბილისის 99-ე საჯარო სკოლა იქნება, რისთვისაც ისტორიკოსთა კლუბი დიდ მადლობას უხდის სკოლის ადმინისტრაციას. 
   ასევე იმედს გამოვთქვამთ, რომ სამომავლოდ პროექტის მასშტაბები გაიზრდება და ის საქართველოს რეგიონებსაც მოიცავს. 


პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი